Life4me+-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია აივ, სხვა სგგი, ჰეპატიტი C და ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების პრევენცია.

აპლიკაცია ეხმარება აივ დადებით პირებს ექიმებთან ანონიმური კომუნიკაციის დამყარებაში. ეს ყველაფერი დაგეხმარებათ ორგანიზება გაუკეთოთ მედიკამენტების მიღების განრიგს და დააყენოთ ფარული და პერსონალიზებული შეხსენებები.

ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის

ჩვენ ვიბრძვით აივ დადებითი ადამიანებისა და სხვა სტიგმატიზირებული და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

Life4me+

Life4me+ - ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის აივ ინფექციის, სხვა სგგი დაავადებების, ჰეპატიტი C-სა და ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების პრევენცია. ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ აივ-ის და სხვა დაავადებების შესახებ. როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან და როგორ უნდა შევძლოთ ამ დიაგნოზებით ცხოვრება.

ჩვენ მხარსვუჭერთ აივ დიაგნოზით მცხოვრებ ადამიანებს. ჩვენ ვახდენთ დისკრიმინაციის, წამლით მომარაგების შეწყვეტის და სხვა შემთხვევების რეპორტინგს. ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ სამედიცინო მზრუნველობის ხარისხს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სისტემებთან და სხვა სააგენტოებთან მსოფლიოს მასშტაბით.

Life4me+ აპლიკაცია ხელმისაწვდომია 156 ქვეყანაში. ჩვენ განვავითარეთ აპლიკაცია, როგორც მნიშვნელოვანი პლატფორმა პაციენტებსა და ექიმებს შორის პირდაპირი კონტაქტის დამყარებისთვის. აპლიკაციის ყველა მომხმარებელი არის ანონიმური, ექიმების კონტაქტები კი კონფიდენციალური. ასევე მკაცრად არის დაცული სოციალური მუშაკების კონტაქტები. აპლიკაცია ხელმისაწვოდმია თორმეტ ენაზე: რუსული, ინგლისური, გერმანული, სომხური, ესტონური, უკრაინული, ფრანგული, ესპანური, იტალიური, ჩინური, რუმინული და პორტუგალიური.

01.
იმედი
ჩვენ ვიზიარებთ აივ ინფექციის, სხვა სგგი დაავადებების, ჰეპატიტი C-სა და ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების პრევენციის სურვილს. ჩვენ ასევე ვიღწვით, იმისკენ, რომ არცერთი აივ დადებითი ადამიანის დიაგნოზი არ პროგრესირდეს შიდსის დიაგნოზში.
02.
სიყვარული
ჩვენ მხარსვუჭერთ აივ დადებით ადამიანებს და ვიცავთ მათ უფლებებს.
03.
ჯანმრთელობა
ჩვენ ვმუშაობთ, რომ აივ დადებით და სხვა სგგი დაავადებების მქონე ადამიანებს ხელი მიუწვდებოდეთ თანამედროვე სამედიცინო სერვისებზე და იღებდნენ ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
04.
მომავალი
ჩვენ ვებრძვით დისკრიმინაციას და ვასწავლით ხალხს; ჩვენ გვინდა რომ სიტყვა "აივ"-ის წარმოთქმის შიში დასრულდეს. ჩვენ გვინდა რომ აივ უარყოფითმა ადმაიანებმა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი და აივ დადებითმა ადამიანებმა იცოდნენ მათთვის არსებული თერაპიისა და იმ მიზნის შესახებ, რომ მათი ვირუსული დატვირთვა გახდეს არაგანსაზღვრადი.

როგორ შეგიძლიათ დახმარება?

თუ თქვენ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს და გსურთ იყოთ მოხალისე, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გუნდში! ხართ მთარგმნელი, ჟურნალისტი, ილუსტრატორი, დიზაინერი ან უბრალოდ გინდათ რომ დაგვეხმაროთ და მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს პროექტებში? ჩვენ მოხარული ვიქნებით გვერდში თუ დაგვიდგებით!

მოგვწერე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დონაცია. ეს დაგვეხმარება პროექტის ზოგიერთი ხარჯის დაფარვაში. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია ჩვენს ვებ-გვერდზე.

დაგვეხმარე
ჩვენი გუნდი
ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Alex Schneider 1 ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Alex Schneider 2
Alex Schneider CEO
ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Ivan Shangin 1 ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Ivan Shangin 2
Ivan Shangin CFO
ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – ივან შანგინი 1 ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – ივან შანგინი 2
ივან შანგინი CFO
ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Olesya Dolgushina 1 ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Olesya Dolgushina 2
Olesya Dolgushina Social Media Manager
ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Ivan Popov 1 ჩვენ ვმუშაობთ ჯანმრთელი მომავლისთვის – Ivan Popov 2
Ivan Popov Social Media Specialist
მეტის ჩვენება